მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას აღნიშნავს

01 ივნისი 2023, 09:58 469 ნახვა

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს.

საეკლესიო სწავლების თანახმად, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ.

ნინოობა ორჯერ, პირველ ივნისსა და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღინიშნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში