1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა

01 ივნისი 2023, 10:01 1093 ნახვა

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ის 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. 1950 წლიდან ეს დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნება. 

საქართველოშო ამ დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. დღეს, 12 საათიდან ბათუმის ცენტრალურ პარკში, მოზარდებს არაერთი გასართობი ღონისძიება და ინტელექტუალური თამაშები ელოდებათ. დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.

პატარების განწყობაზე  ასევე იზრუნებენ ანიმატორები. საღამოს კი დელფინარიუმის მიმდებარედ დამონტაჟებულ სცენაზე გაიმართება გალა კონცერტი ზვიად ბოლქვაძისა და "რანინას" ბავშვების მონაწილეობით. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში