დღეს ''დინამო'' ბათუმი ქუთაისის ''ტორპედოს'' უმასპინძლებს

01 ივნისი 2023, 11:30 790 ნახვა

დღეს ეროვნული ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმი საკუთარ მოედანზე ქუთაისის ''ტორპედოს'' უმასპინძლებს. შეხვედრა ბათუმში 21:00 საათზე დაიწყება.

ამ დროისთვის ბათუმელები 38 ქულით ცხრილის სათავეში იმყოფებიან, ხოლო რიონისპირელებს 20 ქულა აქვთ და მე-6 პოზიციას იკავებენ. ამ გუნდებს შორის პირველ წრეში გამართული მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

დღესვე ქობულეთის ''შუქურა'' 16:00 საათზე ''გაგრას'' დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში