თეთრი სახლი უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტს აანონსებს

01 ივნისი 2023, 10:49 560 ნახვა

თეთრმა სახლმა უკრაინისთვის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ განაცხადა, რომელიც  300 მილიონი ამერიკული  დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საბრძოლო მასალას და სხვა თავდაცვით აღჭურვილობას მოიცავს. 

პენტაგონის განცხადებით, პაკეტში შედის პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის ბატარეები, სტინგერის საზენიტო სისტემები, სატანკო საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა.

მთლიანობაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას თავდაცვის მიზნით  38,3 მილიარდ დოლარზე მეტის დახმარება გამოუყო 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში