რუსეთს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ვეტოს დადების უფლება არ აქვს - სტოლტენბერგი

01 ივნისი 2023, 11:20 651 ნახვა

ნატოს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ  „მოსკოვს ნატოს გაფართოების წინააღმდეგ ვეტოს უფლება არ აქვს“.

ალიანსის გენერალური მდივანი თურქეთში ვიზიტს აანონსებს, რომელშიც  შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე იმსჯელებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით სტოლტენბერგი უკვე ესაუბრა რეჯეფ თაიფ ერდოღანს და იმედი აქვს, რომ შეთანხმებას მალე მიაღწევენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში