სოციალური მუშაობის გაძლიერება - შემაჯამებელი შეხვედრა 

01 ივნისი 2023, 11:01 480 ნახვა

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სოციალური მუშაობის გაძლიერების კუთხით ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განვითარდა სოციალურ მუშაკთა პროფესიული ზედამხედველობის სისტემა, დაინერგა სუიციდისა და სექსუალური ძალადობის რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და რეაგირების მექანიზმი, გადამზადდა 500-მდე  სპეციალისტი.

ასევე შემუშავდა კონცეფცია, რომელიც ბავშვების და ოჯახების მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის მიზნით სოციალური მუშაკის ჩართულობის მიმართულებებს მოიცავს.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით განხორციელდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში