საქართველოს საავიაციო ბაზარზე ინდური ავიაკომპანია IndiGo შემოდის

01 ივნისი 2023, 12:46 798 ნახვა

ინდური ავიაკომპანია IndiGo აგვისტოდან საქართველოს მიმართულებით იწყებს ოპერირებას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, დელი – თბილისი – დელის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები 18 აგვისტოდან, კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.

სააგენტოში აცხადეებნ, რომ ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 29 მაისს მიენიჭა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში