ძალადობა ბავშვებზე - სახალხო დაცმველის განცხადება ბავშვთა დაცვის დღეს

01 ივნისი 2023, 14:03 570 ნახვა

დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ იკვეთება ბავშვების მიმართ ძალადობის პრევენცია- ასე ეხმაურება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრობლემაა  ძალადობის შესაძლო ფაქტების იდენტიფიცირება და  მათზე სათანადო რეაგირებაც.

სახალხო დამცველის აზრით,  აუცილებელია საზოგადოების, განსაკუთრებით, თავად ბავშვების ინფორმირება, როგორც ძალადობის ფორმების, ასევე დაცვისა და სარეაბილიტაციო მექანიზმების შესახებ.

ამასთან მიაჩნია, რომ ქვეყანაში მოქმედი პროგრამები არასაკმარისია სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში