ლიონელ მესი „პარი სენ-ჟერმენს“ ტოვებს

01 ივნისი 2023, 19:53 547 ნახვა

ლიონელ მესი „პარი სენ-ჟერმენს“ ოფიციალურად დატოვებს. პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ დაადასტურა, რომ 3 ივნისს საფრანგეთის ჩემპიონატის 38-ე ტურის მატჩი „კლერმონის“ წინააღმდეგ ბოლო იქნება ლიონელ მესისთვის პარიზული კლუბის შემადგენლობაში. 35 წლის სუპერვარსკვლავს მედიაში სხვადასხვა კლუბებს უკავშირებენ, მაგრამ ძირითადად ბარსელონაში დაბრუნებასა და საუდის არაბეთში წასვლაზე იწერება. ლეო პსჟ-ში 2021 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში 40 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა. საერთო ჯამში მას პსჟ-ს ფორმით 74 ოფიციალურ მატჩში 32 გოლი და 35 საგოლე პასი აქვს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში