გასულ ღამეს კიევს დრონებით და ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს - უკრაინული მედია

02 ივნისი 2023, 10:02 581 ნახვა

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს ინფორმაციით, რუსებმა გამთენიისას დედაქალაქსა და ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებითა და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს.

"რაკეტების გაშვება განხორციელდა Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. სავარაუდოდ X-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს. ამასთან, კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებიდან შეუტიეს. წინასწარი მონაცემებით, გამოიყენეს Shahed-ის დრონები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინულმა მხარემ ოკუპანტების 30-ზე მეტი "შაჰიდის" დრონი გაანეიტრალა. როგორც მანამდე კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაში განაცხადეს, 2 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით 30-ზე მეტი რაკეტა და უპილოტო აპარატები გაუშვა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 46 საავიაციო დარტყმაც და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 107-ჯერ დაცხრილეს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში