ოკუპანტის მორიგი იერიში კიევზე

02 ივნისი 2023, 11:01 604 ნახვა

უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. ოკუპანტმა კიევზე იერიში დრონებით მიიტანა, უკრაინულმა მხარემ მტრის 30-ზე მეტი „შაჰედის“ ტიპის დრონი გაანეიტრალა.

გასულ დღე-ღამეში სუმის ოლქის 5 დასახლება დაიბომბა. გენშტაბის ცნობით, მტერი ცდილობს ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონების სრულ ოკუპაციას. აღნიშნული მიმართულებით უკრაინულმა მხარემ  ბოლო 24 საათში მტრის 21 შეტევა მოიგერია.

გენშტაბის განცხადებით, ბრიანსკის ოლქიდან ოკუპანტმა ისკანდერის ტიპის 10 რაკეტა გაუშვა, თუმცა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა გაანადგურეს.

ამასთან, უწყების ცნობით არაერთი მოწოდების მიუხედავად, ოკუპანტები აგრძელებენ ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ენერგოდარის ტერიტორიის სამხედრო ლოგისტიკურ ბაზად გადაქცევას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში