წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს, მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ აჰყვეს ცრუ ინფორმაციას - სემეკი

02 ივნისი 2023, 13:56 772 ნახვა

თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხთან დაკაშირებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სემეკ-ში აცხადებენ, წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს. ამასთან, სემეკ-ი მოუწოდებს მოსახლეობას, არ აჰყვეს ცრუ ინფორმაციას.

„სემეკ-ი ეხმიანება გავრცელებულ დეზინფორმაციას თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით. სემეკ-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს. სემეკ-ი მოუწოდებს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას, არ აყვნენ ცრუ ინფორმაციას.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სასმელი წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კონტროლს აწარმოებს ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში. სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი ხდება როგორც წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე), ასევე წყალსადენის მაგისტრალებზე – 404 წერტილში. სასმელი წყლის დაბინძურება არცერთ წერტილში არ ფიქსირდება.

საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. დამატებითი ლაბორატორიული კვლევებისთვის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მიმართოს სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: 1501“, – აღნიშნულია სემეკ-ის ინფორმაცია

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში