ნიკოლ ფაშინიანი 3 ივნისს რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება

02 ივნისი 2023, 20:08 688 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შაბათს ანკარაში გაემგზავრება და მონაწილეობას მიღებს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაში. ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატი იტყობინება, სომხეთმა შესაბამისი მიწვევა მიიღო. ნიკოლ ფაშინიანი ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ანკარაში 3 ივნისს ჩავა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტად 28 მაისს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგად ხელახლა აირჩიეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში