რუსთავი 2 საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა
17 თებერვალი 2017,
00:00
2947 ნახვა
რუსთავი 2 საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა.სპეციალური განცხადება ზაალ უდუმაშვილმა რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში გააკეთა.კურიერის წამყვანმა ასევე კვირას სამის ნახევარზე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, რუსთავი 2 მხარდამჭერი აქცია დაანონსა.
"ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ეს სტუდია არ ჩაირთო, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები რომ გააშუქოს. მე მინდა რუსთავი 2 სახელით, ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. გვერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი ჩვენთვის. ეს არის პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც შესაძლოა ტელევიზიამ დღეს მიმართოს, თუმცა ჩვენ დღეს სხვა გამოსავალი აღარ დაგვიტოვეს. ჩვენი დუმილით შევეცდებით, ხმა ყველას მოგაწვდინოთ. დღეიდან, უფრო ზუსტად კი ამ წუთიდან, რუსთავი 2 გადადის საპროტესტო მაუწყებლობაზე, ყველას გელოდებით კვირას, სამის ნახევარზე, რუსთაველზე, პარლამენტის წინ. ერთად დავიცვათ რუსთავი 2 და სიტყვის თავისუფლება." - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა