ოკუპანტის იერიში მშვიდობიან მოსახლეობაზე

04 ივნისი 2023, 20:03 591 ნახვა

ოკუპანტი ყველა ქმედებით ადასტურებს, რომ მისთვის სულერთია ვინ იქნება სამიზნე, ბავშვი თუ სამხედრო დანიშნულების ობიექტი. დნეპრში გვიან ღამით ოკუპანტმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა,  გარდაცვლილია 2 წლის ბავშვი. 

რუსეთი ყველაფრისთვის პასუხს აგებს, ყველა სისასტიკისთვის რომელიც უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ ჩაიდინა - ასე უკრაინის პრეზიდენტი დნეპრზე განხორციელებულ იერიშს გამოეხმაურა. ბახმუტი ისევ ცხელი წერტილია.

უკრაინული მხარის ცნობით რუსეთი ბახმუტის გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლს კარგავს. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში