სანდრო ბაზაძე საფრანგეთის ჩემპიონია

05 ივნისი 2023, 11:08 504 ნახვა

საფრანგეთის ქალაქ შალონ ან შამპანში გამართული ქვეყნის გუნდური ჩემპიონატი ხმალში კაცთა შორის, ფარიკაობის კლუბ “ორლეანის” გამარჯვებით დასრულდა, რომელშიც მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი სანდრო ბაზაძე ირიცხება.

კრისტიან ბაუერის გუნდში, სანდროს გარდა, ფრანგები ბოლად აპიტი, ჟან ფილიპ პატრისი და სებასტიან პატრისი გამოდიოდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში