აქციებზე დაკავებულების საქმე

05 ივნისი 2023, 11:50 777 ნახვა

2 ივნისს პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ყველა პირი თავისუფალია. 48-საათიანი პატიმრობის შემდეგ თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე. მანამდე კი კიდევ რამდენიმე აქტივისტმა დატოვა საპატიმრო.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან ახალგაზრდების დაკავებას აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ გამოხატვის თავისუფლება დანაშაული არ არის.

ამ დრომდე რჩებიან წინასწარი დაკავების იზოლატორში ბათუმში აქციაზე დაკავებული ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები. მათი განცხადებით, ისინი ბანერზე დატანილი ტექსტების შინაარსის გამო დააკავეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში