ვენესუელაში ოქროს მომპოვებელი მაღაროს ჩამონგრევას 12 ადამიანი ემსხვერპლა

05 ივნისი 2023, 10:22 751 ნახვა

ვენესუელის სამხრეთში ძლიერმა წყალდიდობამ ოქროს მაღაროში ნგრევა გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით,  დაიღუპა  12 მაღაროელი.  ყველა დაღუპულის ცხედარი  უკვე ოჯახებშია გადასვენებული.

ინციდენტის დროს მაღაროში  ასზე მეტი დასაქმებული იმყოფებოდა.  მაშველებმა 112 მაღაროელის  გამოყვანა შეძლეს.

ტალავერას მაღარო, რომელიც  ვენესუელას ბოლივარის შტატში მდებარეობს,  ოთხშაბათს ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში