ზელენსკი რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში ადანაშაულებს

05 ივნისი 2023, 11:50 620 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  რუსეთი საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით  რაკეტებისა და სხვა იარაღის დასამზადებლად მსოფლიოს მომწოდებლების ქსელს იყენებს.

პრეზიდენტის განცხადებით, გასული ოქტომბრიდან რუსეთმა ასობით რაკეტა გაუშვა უკრაინული სამიზნეების წინააღმდეგ. ზელენსკი ამბობს, რომ, კარგად იცის სანქციების თავიდან აცილების მიზნით რუსეთის ყველა მცდელობა და შეეცდება უზრუნველყოს, რომ „რუსულ რაკეტებში თავისუფალი მსოფლიოს პროდუქტები არ იყოს“.

აპრილში ზელენსკის უფროსმა თანაშემწემ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები რუსულ იარაღში პოულობენ ჩინურ კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება უკრაინაში, ჩინეთი უარყოფს რუსეთისთვის სამხედრო ტექნიკის გაგზავნას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში