ქარიმ ბენზემამ რეალ მადრიდი დატოვა

05 ივნისი 2023, 21:03 810 ნახვა
00:00
00:00

რეალ მადრიდმა ოფიციალურად დაადასტურა, ქარიმ ბენზემა სამეფო კლუბს ტოვებს. ფრანგი ლეგენდა, ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული მადრიდულ კლუბს 2009 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 25 ტიტულის მოგება მოახერხა, მათ შორის კი, 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგის. ის გუნდის ისტორიაში 353 გოლით მე-2 საუკეთესო ბომბარდირია და ამ შედეგით მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს ჩამორჩება, გავრცელებული ინფორმაციით 35 წლის ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, საუდის არაბეთის გუნდის ალ-იტიჰადის შეთავაზებას დათანხმდება, რომელიც მას ორ წელიწადში 400 მილიონ ევროს სთავაზობს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი