რუსული დეზინფორმაცია და ჰიბრიდული საფრთხეები - კონფერენცია

06 ივნისი 2023, 14:09 621 ნახვა

რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები, კრემლის გავლენის სხვადასხვა ვექტორები და საქართველოს სახელმწიფოს არსებული პოლიტიკის ანალიზს დაეთმო კონფერენცია რომელსაც “კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის” კონფერენციას უმასპინძლა. 

კოალიციის წევრებმა დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებ მომზადებული კვლევები წარადგინეს, რომლის ფარგლებში გაანალიზდა როგორც პოლიტიკის დოკუმენტები, ასევე შეფასდა ინსტიტუციური მექანიზმების და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების განხორციელების პროცესი.

მოცემულ სესიაზე პანელის მონაწილეებმა და დამსწრე აუდიტორიამ ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ზომებზეც იმსჯელეს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში