მასტერ ლიგის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ შოტლანდია 3:1 დაამარცხა

06 ივნისი 2023, 19:56 661 ნახვა

გერმანიის ქალაქ ესენში მიმდინარე მასტერლიგის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შოტლანდია 3:1 დაამარცხა და ჯგუფიდან პლეიოფში გავიდა. ირლანდიის შემდეგ ჩვენმა გუნდი შოტლანდიაც დაამარცხა. საქართველოს ნაკრები პირველივე ტაიმში ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა, მეორე ტაიმში ჯალიაშვილმა დუბლი შეასრულა და ჩემპიონატზე ეს ზედიზედ მეორე დუბლია მისთვის. შოტლანდიელებმა 36-ე წუთზე კილი მაკლაჰანის გოლით მხოლოდ სხვაობა შეამცირეს. საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ორივე ნაკრებმა პლეი ოფის საგზური მოიპოვა და მატჩში, რომელიც ხვალ გაიმართება, ჩვენი გუნდი პირველი ადგილისთვის იბრძოლებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში