მორის ყვითელაშვილმა კარიერა დაასრულა

06 ივნისი 2023, 19:57 662 ნახვა

საქართველოს ფიგურული ციგურაობის განცხადებით ვაჟთა შორის ყველაზე ტიტულოვანმა მოციგურავემ 28 წლის მორის ყვითელაშვილმა სპორტული კარიერა დაასრულა. მან კარიერის განმავლობაში არაერთი წარმატების მიღწევა შეძლო, როგორც ევროპულ ასევე მსოფლიო სარბიელზე. 2020 წელს მან ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი მისი საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილი იყო. მორისი 2018 წელს პიონჩანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მედროშე იყო. ასევე ფედერაციის განცხადებით 2023-2024 წლების სეზონიდან ჩვენ გუნდს შეემატება დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის მოცეკვავე წყვილი, რომლებიც აქამდე რუსეთის სახელით გამოდიოდნენ. ახალ წყვილს მარია კაზაკოვა და გიორგი რევიასთან ერთად ექნება  შესაძლებლობა მომავალი  ევროპის  ჩემპიონატზე ასპარეზობისა, სადაც  საქართველოს ორი წყვილის  მონაწილეობის საგზური  აქვს  მოპოვებული. ამავე  ჩემპიონატზე ჩვენს ქვეყანას მამაკაცთა კატეგორიაში 2  საგზური, ხოლო  ქალთა სეგმენტში კი 3 კვოტა აქვს. ყველა ჩვენს სპორტსმენს მაღალი  შანსი  რჩება განაწილდნენ გრან პრის ორივე ეტაპზე.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში