კახოვკის კაშხლის ჩამონგრევა რუსეთის უკრაინაში შეჭრის კიდევ ერთი გამანადგურებელი შედეგია - ანტონიუ გუტერეში

06 ივნისი 2023, 20:13 795 ნახვა

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, კახოვკის კაშხლის ჩამონგრევა რუსეთის უკრაინაში შეჭრის კიდევ ერთი გამანადგურებელი შედეგია.

როგორც გუტერეში აღნიშნავს, გაერო-ს ინფორმაციასთან დამოუკიდებლად წვდომა არ გააჩნია, რის გამოც, კაშხლის აფეთქების გამომწვევი მიზეზების დადგენას ვერ ახერხებს.

„ჩვენ ყველამ ვიხილეთ უკრაინის ხერსონის რეგიონიდან მონუმენტური ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფის ტრაგიკული სურათები დღეს. დღევანდელი ტრაგედია, კიდევ ერთი მაგალითია ომის საშინელი საზღაურის. ეს უნდა შეწყდეს. თავდასხმები სამოქალაქო პირებსა და კრიტიკულ სამოქალაქო ობიექტებზე უნდა შეწყდეს“, – აცხადებს გუტერეში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში