უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 30 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

07 ივნისი 2023, 10:02 565 ნახვა

გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 35 სარაკეტო და 41 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 57-ჯერ დაცხრილეს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაციის მცდელობაზე. ასევე აღნიშნავენ, რომ გასულ 24 საათში ამ ოლქებში 30 შეტაკება მოხდა.

გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმის ოლქში 19-ჯერ გახსნეს ცეცხლი. რეგიონში 70-ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა.  ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეორედ დაიბომბა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რაიონის ამიაკის მილსადენი. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, სოფელ მასიუტივკას მახლობლად მდებარე სატუმბი სადგურის მიდამოში, სულ 6 ფრენა დაფიქსირდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალები აკისრებს პასუხისმგებლობას კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებაზე.

გენერალური შტაბის განცხადებით, ტერაქტის შედეგად, დატბორვის ზონაში აღმოჩნდა 80-მდე დასახლებული პუნქტი.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ განცხადებით, ჯერჯერობით არ უნახავთ ნათელი მტკიცებულებები იმის შესახებ, რა მოხდა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე 6 ივნისს და, შესაბამისად, ამ დროისთვის ვერ შეაფასებს პასუხისმგებლობის საკითხს, მაგრამ მტკიცებულებების, არგუმენტებისა და რიტორიკის ბალანსი მიუთითებს იმაზე, რომ რუსებმა განზრახ დააზიანეს კახოვკას კაშხალი.

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მზადყოფნას გამოთქვამს, კახოვკაში კაშხლის აფეთქების შემდეგ უკრაინას საჭირო დახმარება გაუწიოს. 

რუსეთის მიერ ხერსონის რეგიონში დანიშნული ე.წ ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვლადიმერ ლეონტეივის თქმით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ დატბორვის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამ დროისთვის კი 1 400-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში