მასობრივი განადგურების ეკოლოგიური ბომბი - ზელენსკი კაშხლის აფეთქებაზე

07 ივნისი 2023, 11:19 658 ნახვა

"მასობრივი განადგურების ეკოლოგიური ბომბი" - ასე უწოდა უკრაინის  პრეზიდენტმა სამშაბათს სამხრეთ უკრაინაში კახოვკის კაშხლის აფეთქებას  და განაცხადა, რომ მხოლოდ მთელი ქვეყნის განთავისუფლების შემთხვევაში  შესაძლებელი იქნება მსგავსი  ტერორისტული აქტების აღკვეთა.

პრეზიდენტის თქმით,  კაშხლის განადგურება ვერ შეაჩერებს უკრაინასა და უკრაინელებს და ისინი მაინც გაათავისუფლებენ საკუთარ მიწას რუსი ოკუპანტებისგან. კრემლი მომხდარში  უკრაინას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კიევი ამით ცდილობს წარუმატებელი კონტრშეტევიდან ყურადღების გადატანას.

მოსკოვის მარიონეტული ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ კაშხალი თავისით ჩამოინგრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში