თეთრი სახლი კახოვკის კაშხლის აფეთქებას გამოეხმაურა

07 ივნისი 2023, 11:04 830 ნახვა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დაზუსტებით ვერ ამბობენ, რამ გამოიწვია უკრაინაში  კაშხლის ნგრევა, მაგრამ ცდილობს შეაფასოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფეთქება რუსეთმა განახორციელა, რომელიც კაშხალს  გასული წლიდან აკონტროლებს. 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა  წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ივარაუდა, რომ მდინარე დნეპრზე კაშხლის განადგურება  დიდ მსხვერპლს  და ათასობით უკრაინელის ევაკუაციას გამოიწვევს. კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა გამანადგურებელი გავლენა იქონიოს უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. კირბის თქმით, ვაშინგტონი მზად არის კიევს კატასტროფის შედეგების დაძლევაში დაეხმაროს, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მეშვეობით.

კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ უკრაინისთვის საჭირო დახმარების გასაწევად მზადყოფნა  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც გამოთქვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში