მებაჟე ოფიცრებმა "სარფში" არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს

08 ივნისი 2023, 11:41 584 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი" კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 43 460,34 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა: 451,89 გრამი) აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს, 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 7573,59 ლარის ოდენობით შეეფარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში