ავსტრალია ქვეყანაში ნაცისტური სიმბოლოების აკრძალვას აპირებს

08 ივნისი 2023, 10:05 468 ნახვა

ავსტრალიის მთავრობა მომავალ კვირას პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც   ნაცისტური სიმბოლოების საჯარო ჩვენებას და გაყიდვას კრძალავს. ინიციატივა ქვეყანაში   ულტრამემარჯვენეების საქმიანობის გააქტიურებითაა გამოწვეული.  

გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ სვასტიკა, ნაცისტური პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლო და ნაცისტური პარტიის განმასხვავებელი ნიშნები, აიკრძალება  დროშებზე,  სამკლაურებსა და ტანსაცმელზე გამოსაყენებლად.  გენერალური პროკურორის თქმით, გამონაკლისის სახით დაიშვება სვასტიკების მხატვრული, აკადემიური ან რელიგიური გამოყენება, რომელსაც სულიერი მნიშვნელობა აქვს ინდუიზმში, ჯაინიზმსა და ბუდიზმში.

ავსტრალიის სპეცსამსახურები მთავრობას ქვეყანაში ულტრამემარჯვენე ჯგუფების მომრავლების შესახებ  აფრთხილებს და აცხადებს, რომ ისინი  უფრო ორგანიზებულები ხდებიან და საჯაროდაც გამოდიან. მარტში  მელბურნში ნეონაცისტების ჯგუფი ტრანსგენდერების უფლებებისთვის გამოსულ მომიტინგეებს შეეტაკა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში