ზელენსკი ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს დახმარებისკენ მოუწოდებს

08 ივნისი 2023, 11:09 585 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო დახმარების ჯგუფებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები უკრაინაში ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების შედეგების სალიკვიდაციოდ. მისი თქმით,  ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია ან  ჯგუფი, რომელიც ახლა არ იმყოფება ადგილზე დასახმარებლად უბრალოდ ქმედითუუნაროა.

ამბობს, რომ  რუსეთის  მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის მოსახლეობა წყლის, სურსათისა და სამედიცინო დახმარების გარეშე არის დარჩენილი და შეუძლებელია  იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ამ მხარეში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში