ევროკომისიამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს 345 ათასი ვაქცინა საჩუქრად გადასცა. ამ ვაქცინებით, დაავადების რისკის ზონებში, ცხოველებს პროფილაქტიკური აცრები ჩაუტარდება თურქულის ახალი შტამის საწინააღმდეგოდ, რომელიც გავრცელებულია რეგიონში, მაგრამ საქართველოში არ ფიქსირდება.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, თურქულის საწინააღმდეგოდ, ყოველწლიურად, 2 მილიონზე მეტ მანიპულაციას ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ დაავადება „თურქული“ ცხოველების მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება, თუმცა „თურქულით" ადამიანი არ ავადდება.