მასტერკლასი მსოფლიო ჩემპიონების მონაწილეობით 

08 ივნისი 2023, 14:30 693 ნახვა

ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ მიმდებარე ტერიოტორიაზე აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით ბაღისა და სკოლის მოსწავლეებისთვის უკრაინელმა მსოფლიო ჩემპიონებმა ანა და მარია მეზიჩუკებმა თორმეტ დაფაზე ერთდროული თამაშის სეანსი გამართეს. ანა მსოფლიო ჩემპიონი ბლიც და სწრაფ ჭადრაკშია, მარია კი მსოფლიოს ოქროს კლასიკურ ჭადრაკში ფლობს.

ორგანიზატორთა თქმით, ეს პირველ რიგში ახალ თაობაში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვისაა საჭირო. ანალოგიური შეხვედრები ისევ გაიმართება.

რაც შეეხება ჩემპიონთა მატჩს, დები მეზიჩუკები ქართველ ნინო ბაციაშვილსა და მერი არაბიძეს ეთამაშებიან. ჯერ მხოლოდ სამი ტური გაიმართა. დღეს ჩემპიონები ისვენებენ, მათ წინ კიდევ სამი ტური ელოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში