პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ადგილების სიმცირის ფონზე 

08 ივნისი 2023, 14:44 677 ნახვა

პირველკლასელთა  საყოველთაო  რეგისტრაცია დილის 9 საათზე დაიწყო, პორტალის გახსნიდან რამდენიმე წამში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკოლებში თავისუფალი ადგილები აღარ იყო. ადგილების სიმცირის გამო უმეტესობამ მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში დარეგისტრირება ვერ შეძლო.

მშობლების ნაწილი დილიდან წერს განცხადებებს სკოლებში, თუმცა რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე  პასუხი არ აქვთ რამდენად მოხერხდება მათი განცხადების დაკმაყოფილება.

განათლების სამინისტროს, ასევე სკოლების ადმინისტრაციების ინფორმაციით, რეგისტრაციის მეოთხე ეტაპზე სკოლებს რამდენიმე ადგილი დაემატება და ამ შემთხვევაში პრიორიტეტი სკოლებთან ახლოს მცხოვრებ ბავშვებს მიენიჭება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში