როგორ ასრულებს საქართველო 12 რეკომენდაციას

08 ივნისი 2023, 18:05 903 ნახვა

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა ამ წუთებში ევროპარლამენტში მიმდინარეობს. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომაზე მთავარი საკითხი 12 რეკომენდაციის შესრულებაა. მსჯელობენ თუ რა ეტაპზეა საქართველოში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება და როგორ ხორციელდება ქვეყანაში ასოცირების ხელშეკრულება. უკვე გაკეთდა განცხადებები. მარინა კალიურანდის  თქმით, საქართველო ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას, რადგან პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია. ამავე შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კალიურანდის საპასუხოდ განაცხადა, რომ 12 რეკომენდაციის უმეტესობა სრულად შესრულებულია, იმის მიუხედავად, რომ სტატუსის არმინიჭებამ ადგილი დატოვა გაურკვევლობისა და სპეკულაციებისთვის. ქეთი ჭყონია აშუქებს ევროპარლამენტში მიმდინარე პროცესს, რომელსაც მთავარ გამოშვებაში დავუბრუნდებით 20:00 საათზე.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში