„ვესტ-ჰემი“ კონფენერსლიგის გამარჯვებულია

08 ივნისი 2023, 20:59 597 ნახვა

ლონდონის „ვესტ ჰემმა“ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში კონფერენსლიგის ფინალში ფიორენტინა 2:1 დაამარცხა და უტიტულო 43-წლიანი პერიოდი დაასრულა. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. პირველი გოლი 62-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ბენრაჰმამ გაიტანა, მალევე 5 წუთში ფიორენტინამ წონასწორობა აღადგინა, ეს ბონავენტურამ მოახერხა, საბოლოო ანგარიში კი ბოუვენმა დააფიქსირა და ვესტ ჰემმა ნანატრი ტიტულიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ „ვესტ ჰემმა“ მთელი ტურნირი წაუგებლად ჩაატარა – 15 მატჩიდან 14 მოიგო და ერთხელ ფრედ ითამაშა. ლონდონურმა კლუბმა არსებობის ისტორიაში მეორედ გაიმარჯვა ევროტურნირებზე. პირველი ტრიუმფი იყო 1965 წელს თასების მფლობელთა თასზე. ინგლისური კლუბი კონფერენსლიგის მოგების შემდეგ მომდევნო სეზონში ევროპალიგაზე ითამაშებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში