უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 10 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს - გენშტაბი

09 ივნისი 2023, 10:02 577 ნახვა

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შემდეგ ხერსონის ოკუპირებული ნაწილიდან ევაკუირებული ხალხი რუს დამყრობლებს იმავე შენობებში გადაჰყავთ, სადაც სამხედროები ჰყავთ განლაგებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

„ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დასახლებებში რუსი დამპყრობლები აგრძელებენ დანაშაულის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. კერძოდ, დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუირებულ ხალხს პანსიონატებსა და დასვენების ბაზებში ასახლებენ, სადაც უკვე განლაგებული არიან სამხედრო ქვედანაყოფები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა, 9 ივნისის ღამეს, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს ირანული Shahed-ის ტიპის დრონებითა და Х-101 / Х-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს.

ჯამში უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 10 დამრტყმელი დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟიტომირის ოლქში რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში