ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინაამდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ

09 ივნისი 2023, 14:30 597 ნახვა

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი ვერ შეთანხმდა. ევროკავშირის ელჩები მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გააგრძელებენ.

გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, სანქციების პაკეტს საბერძნეთი და უნგრეთი არ ამტკიცებს. ისინი აპროტესტებენ უკრაინის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნული ორი ქვეყნის რამდენიმე კომპანია „ომის სპონსორთა“ სიაში აღმოჩნდა. სანაცვლოდ ათენი და ბუდაპეშტი კომპანიების ამ სიიდან ამოღებას ითხოვენ.

„პოლიტიკოსთან“ საუბარში ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, სანქციების მე-11 პაკეტის განხილვა 14 ივნისს დაიგეგმა. ასევე მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ისინი შეთანხმებას უახლოვდებიან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში