რეგულირების სააგენტოს მანდატი ფართოვდება

09 ივნისი 2023, 14:19 568 ნახვა

თუ კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს  და პარლამენტი ჯანდაცვის კანონში ცვლილებებს დაამტკიცებს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებები გაიზრდება. 

სააგენტოს ინფორმაციით,   პაციენტების    საჩივრებზე  რეაგირება  იმის გამო ფერხდება, რომ დაწესებულების  შესამოწმებლად  ჯერ  სასამართლოს მიმართვა სჭირდებათ,  დაწესებულებები კი  ამ დროს  ფაქტებს  ცვლიან და რეალური მდგომარეობის შესწავლა შეუძლებელია.   

ცვლილების შემდეგ კი   სააგენტო   დაუყოვნებლივ  შეძლებს  ადგილზე ფოტო-ვიდეო გადაღებას, დოკუმენტების ამოღებას და სხვა საჭირო პროცედურებს.

ასევე 500-დან  5000 ლარამდე გაიზრდება  სამედიცინო დაწესებულებების მიერ  ტექნიკური  რეგლამენტის, როგორიცაა,  მაგალითად, სტერილიზაცია , შეუსრულებლობის შემთხვევაში  დაწესებული ჯარიმა. 

კანონში შესატანი ცვლილებები  განხილვის პროცესშია, დამტკიცების შემდეგ კი,  სამედიცინო დაწესებულებებისთვის  შესაბამისი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში  რეგულირების სააგენტოს თანამშრომელს  ლიცენზიისა და ნებართვის შეჩერების უფლებაც ექნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში