საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის 24 ფეხბურთელით ემზადება

09 ივნისი 2023, 20:09 677 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის უკვე 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.საწვრთნელ პროცესს დღეიდან გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ.  გიორგი მიქაუტაძე ეროვნულ გუნდში მატჩებისთვის მზადებას 11 ივნისიდან დაიწყებს.შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები 17 ივნისს კვიპროსს დაუპირისპირდება, 20 ივნისს კი შოტლანდიას.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში