ბორის ჯონსონი მანდატს ტოვებს

10 ივნისი 2023, 11:10 674 ნახვა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ბორის ჯონსონმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გაიგო რომ პარლამენტის შეცდომაში შეყვანის გამო მას სანქციები დაეკისრება.

საუბარია „ფართიგეითის“ სკანდალზე, რომლის მიხედვითაც კომიტეტი იძიებს მოატყუა თუ არა ბორის ჯონსონმა ბრიტანელი კანონმდებლები.

ყოფილ პრემიერს „ლოქდაუნის“ წესების დარღვევას ედავებიან. ჯონსონი ოპონენტებს მისი გაძევების მცდელობაში სდებს ბრალს და აღნიშნავს, რომ დაბნეული და შეძრწუნებულია.

განაცხადა, რომ წერილი, რომელიც კომიტეტისგან მიიღო ნათლად აჩვენებს მათ გადაწყვეტილებას, მის წინააღმდეგ აწარმოონ სამართალწარმოება და გააძევონ პარლამენტიდან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში