შეხვედრა მუჰაჯირების შთამომავლებთან

10 ივნისი 2023, 12:01 733 ნახვა

სინოპში, მუჰაჯირების შთამომავლებს შეხვდნენ გასვლითი ტურით მყოფი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი. ისინი ქართული კულტურისა და მეგობრობის ასოციაციაში იმყოფებოდნენ, სადაც უკვე რამდენიმე თვეა ქართულ ენას ასწავლიან.

წერა-კითხვის შესწავლის სურვილი ეთნიკური ქართველების დიდ ნაწილს აქვს, თუმცა ამ ეტაპზე აქ მხოლოდ ათამდე მოსწავლე ჰყავთ. მშობლიური ენის გაკვეთილები მათ კვირაში ორჯერ უტარდებათ.

სამომავლოდ ასოციაციის ბაზაზე ქართული ტრადიციული კერძების, სიმღერისა და ცეკვის შემსწავლელი კურსების გახსნასაც გეგმავენ. დღეს საგაკვეთილო პროცესს გაეცნო ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი.

მერაბ ხალვაშს სინოპში მცხოვრები მუჰაჯირების ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მხარდასაჭერად, ერთობლივი პროექტის შექმნის იდეა გაუჩნდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში