საწვრთნელი და სამსაჯო სემინარები კარატეში

11 ივნისი 2023, 17:28 624 ნახვა

17-18 ივნისს ბათუმი კარატეში ტრადიციულ ტურნირს ბათუმი ოუფენს უმასპინძლებს, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ათი ქვეყნის 350-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

დღეს საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციისა და აჭარის კარატეს ფედერაციის ერთობლივი ინიციატივით ტურნირის წინა მოსამზადებელი სემინარები ჩატარდა.

სამსაჯო სემინარს საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე მალხაზ ხვედელიანი ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება ტექნიკურ სემინარს, ახალგაზრდა მებრძოლებს საკუთარი გამოცდილება საქართველოს რვაგზის, მსოფლიოსა და ევროპის სამ-სამ გზის ჩემპიონმა და მაქაბის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა ლუკა ხვედელიანმა გაუზიარა.

ბათუმი ოუფენ ტრადიციულია და წელს მეცხრედ გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში