მოზარდი, რომელიც გუშინ ღამით ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდა გარდაიცვალა

12 ივნისი 2023, 10:12 3845 ნახვა

მოზარდი, რომელიც გუშინ ღამით ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდა გარდაიცვალა.

სხეულის მრავლობითი დაზიანებებით 16 წლის მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმები მის ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმედ აფასებდნენ. როგორც მედიკოსებმა განგვიცხადეს, მოზარდი ოპერაციის დაწყებამდე გარდაიცვალა.

შემთხვევა, გუშინ ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში