საქართველოს შვიდკაცა რაგბი ევროპაზე მეორე ადგილზე გავიდა

12 ივნისი 2023, 10:59 597 ნახვა

საქართველოს შვიდკაცამ 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა, რაც ქართული რაგბისთვის ისტორიული შედეგია.

სერიას 20 ქულით ირლანდია ლიდერობს, საქართველო 18 ქულით მეორეა, მესამე და მეოთხე ადგილებს კი საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იკავებენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი ჰამბურგში, 7-9 ივლისს გაიმართება.

მანამდე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი ჩატარდება, რომელშიც საქართველოს კონკურენტები ბელგიის, ჩეხეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლიეტუვას, პოლონეთის, პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრებები იქნებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში