ფილიპინებში გააქტიურებული ვულკანის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

12 ივნისი 2023, 10:08 585 ნახვა

ფილიპინების ყველაზე ცნობილი ვულკანი მაიონი გააქტიურდა. ლავის ამოფრქვევა კვლავაც გრძელდება. ამოფრქვევის გამო ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 13 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.  მაიონის ვულკანიდან ლავის ამოფრქვევა გასულ კვირას დაიწყო.

ვულკანის აქტივობის გაძლიერების შემდეგ კი, შაბათ-კვირას მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ევაკუირებულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, თუ მაიონის აქტივობა კიდევ უფრო გაძლიერდა.

კრატერიდან ვულკანური გაზების და ქანების სწრაფად გადმოდინების საფრთხე შენარჩუნებულია. ხუთ-შკალიანი შეფასებით, ვულკანის აქტივობა მესამე დონით განისაზღვრება.

სტიქიის ზონიდან 6 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები ადამიანები იქაურობას სატვირთო მანქანებითა და ეტლებით ტოვებენ. 1814 წელს მაიონის ამოფრქვევას  ათას 200 ადამიანი ემსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში