მონტენეგრომ პროევროპული კურსი აირჩია

12 ივნისი 2023, 10:09 537 ნახვა

მონტენეგროს  საპარლამენტო არჩევნებში  პროევროპული პარტია „ევროპა ახლა“ ლიდერობს. ის ყოფილი პრეზიდენტის „სოციალისტთა დემოკრატიულ პარტიას“ უსწრებს.

ეგზიტპოლების ინფორმაციით, „ევროპა ახლამ“ ხმათა 26% მიიღო, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის, მილო ჯუკანოვიჩის „სოციალისტთა დემოკრატიულმა პარტიამ“ - 23%. დანარჩენი ხმები მცირე პარტიებმა აიღეს.

პროევროპული მოძრაობის ლიდერმა მილოიკო სპაიჩმა უკვე განაცხადა გამარჯვების შესახებ და ყველა იმ პარტიას, რომლებიც მათ ფასეულობებს იზიარებენ, მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. მიზანი - პროევროპული მთავრობის ფორმირებაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში