აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ანგარიში

12 ივნისი 2023, 15:00 699 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, აჭარის უმაღლესმა საბჭომ, ცნობად მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ანგარიში. მაუწყებლის გასული წლის საქმიანობა დეპუტატებს საბჭოს თავმჯდომარემ გააცნო. 

გიგა ჩხარტიშვილმა დეტალურად ისაუბრა, ტელევიზიისა და რადიოს პრიორიტეტებსა და მათი შესრულების შესახებ. 

თავმჯდომარის თქმით, შესრულების ნაწილში მაუწყებელს აქვს ხარვეზები, რაც გამოწვეულია სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზით. საუბარია როგორც შინაასობრივ, ასევე ტექნიკურ მხარეზე. სწორედ ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები უმაღლესი საბჭოს წევრებსაც. მათ შორის შენობის საკითხზე, შრომის უფლებებსა და ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების შრომით დავებზე, რომელთა საქმეც პირველი ინსტანციის სასამართლოში მაუწყებელმა წააგო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  მრჩეველთა საბჭო რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშს რეგლამენტის მიხედვით ყოველწლიურად აბარებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში