მაღაროელების პროტესტი

12 ივნისი 2023, 14:40 608 ნახვა

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ არიან შეკრებილი.

მაღაროელები ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ.

ისინი კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არსებული წინადადებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

ამ დროისთვის ყველა მაღარო გაჩერებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში