ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა

12 ივნისი 2023, 20:21 736 ნახვა

უეფამ ნაპოლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა. 22 წლის მარცხენა გარემარბი, რომელიც 2022 წლის ივლისში, ბათუმის დინამოდან გადავიდა ნაპოლიში. მისი გუნდი ევროპის საუკეთესო საკლუბო შეჯიბრების მეოთხედფინალში გავიდა, იქ კი მილანთან დამარცხდა. სენსაციური იყო კვარაცხელიას პირველი სეზონი სერია A-ში, რომელიც დაეხმარა ნაპოლის 1990 წლის შემდეგ პირველი ტიტულის მოპოვებაში და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მისი თამაშები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მეტსახელად "კვარადონა" შეარქვეს, რაც ნაპოლის არგენტინელ ლეგენდაზე, დიეგო არმანდო მარადონაზე მიანიშნებს", - წერია უეფას საიტზე. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო სეზონში 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში