უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ 

13 ივნისი 2023, 10:45 619 ნახვა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. უმცროსი „ბორჯღალოსნების“ გუნდში 30 მორაგბეა – მათ შორის 17 მორკინალი და ხაზის 13 მოთამაშე.

30 მორაგბიდან 15 ლეგიონერია. გუნდში 11 ისეთი მოთამაშეა, რომელიც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გაისადაც ითამაშებს. 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის 20-წლამდელებთან ერთად მოხვდა.

ლადო კილასონიას გუნდი პირველ შეხვედრას 24 ივნისს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჩაატარებს, 29 ივნისს საქართველოს ნაკრების მეტოქე არგენტინა იქნება, ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრაში 4 ივლისს იტალიას ვეთამაშებით.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში